აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა.
ვიზიტის შემდეგ ის ბრუნდება შეერთებულ შტატებში, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილოს შეხვედრის შედეგები.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ველაპარაკე ჩემს კოლეგას, რომელიც იქ იმყოფება და ის ბრუნდება, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს და განვიხილოთ პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს“, - განაცხადა უოლცმა.
უოლცმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დეტალები ჯერ არ არის გამჟღავნებული. მისი თქმით, ვაშინგტონი "ფრთხილი ოპტიმიზმით" აფასებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დარეგულირების პერსპექტივებს.
მისი თქმით, უიტკოფის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ სიტუაცია გაანალიზდება და განიხილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს.