საქართველოს ყოფილი პრეიზდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9-წლიანი პატიმობის მისჯას გამოეხმაურა. სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა, რის გამოც მისი გზავნილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წაიკითხა.
"რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.