ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია Maxar-მა უკრაინას წვდომა აღუდგინა სატელიტურ გამოსახულებებზე.
საუბარია Global Enhanced GEOINT Delivery (GEGD)-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას კომერციულ სატელიტურ ფოტოებზე, რომელიც შეიქმნა და შეგროვდა აშშ-ს მთავრობის მიერ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-მა დროებით შეაჩერა უკრაინული ანგარიშები GEGD-ში. Maxar-ის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს "ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით".
აღნიშნულია, რომ პროგრამაზე წვდომის გამორთვა მოხდა აშშ-ს მთავრობის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების აკრძალვის გამო.