აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს. ამის შესახებ SkyNews იუწყება.
ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკის მიიწვევს თეთრ სახლში და დასძინა, რომ სურთ დაასრულონ ომი უკრაინაში.
„ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.