უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა შეთავაზებას რუსებს წარუდგენენ და იმედოვნებს, რომ ისინიც დათანხმდებიან.
„დღეს გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც იქნება მდგრადი და საიმედო, გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებას. პირადად მე და ჩვენ, ორივეს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთს, მის უდიდებულესობას, ჩვენი მასპინძლობისთვის. ისინი უმნიშვნელოვანესი იყვნენ ამ პროცესში და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი მასპინძლობისთვის.
ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. იმედი გვაქვს, მშვიდობას დათანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მხარესაა. კვლავაც პრეზიდენტის მიზანი აქ არის უმთავრესი. მას სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, დღეს უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რუსები საპასუხოდ იმავეს გააკეთებენ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.