სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებული შტატები გააუქმებს უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზას და განაახლებს უსაფრთხოების დახმარებას.
ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ერთბლივ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშულია, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს უკრაინელი ხალხის გამბედაობას, დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესი.
უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ს კონგრესის და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ.
განცხადების თანახმად, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს აშშ-ს წინადადება დროებითი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ განხორციელების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი მიღებისა და ერთდროულად განხორციელების პირობით. შეერთებული შტატები განუცხადებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები.
შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის დაზვერვის გაზიარების პაუზას და აღადგენს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას.