24 იანვარს, პარასკევს საღამოს სლოვაკეთის სხვადასხვა ქალაქში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეთა სლოგანია „სლოვაკეთი ევროპაა“.
სლოვაკეთში ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ინიციატივა „მშვიდობა უკრაინისთვის“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აწყობენ.
საპროტესტო აქციები ასევე იმართება პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ირლანდიაში.
აქციებთან დაკავშირებით პოლიციამ უსაფრთხოების ზომები მიიღო,
სლოვაკეთის უმეტეს ქალაქში საპროტესტო აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მაგალითად, ქალაქ კოშიცეში მედიის ცნობით, ანტისამთავრობო მიტინგზე 15 ათასი ადამიანი გამოვიდა.
ასევე ცნობილია, რომ ზოგიერთ ქალაქში დააანონსდა კონტრპროტესტი ლოზუნგით „სლოვაკეთი არ არის უკრაინა“.
ბრატისლავაში ასეთ აქციაზე 40-მდე ადამიანი მივიდა.