აღმაშენებლის გამზირზე „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებისა და კინოს პროფესიონალებისა და მოყვარულების გაერთიანებული მარში იმართება.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ კინოცენტრის შენობასთან შეკრებილი კინოს პროფესიონალები და მოყვარულები, რომლებიც ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი გაერთიანებული მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიდიან, სადაც შეუერთდებიან ანდრო ჭიჭინაძისა და გიორგი ახობაძის მხარდამჭერებს.
ფოტო: პუბლიკა