აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენების ჯგუფმა წარადგინა რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მესამე ვადით კენჭისყრის უფლების მინიჭების შესახებ.
ინიციატივის ავტორია კონგრესმენი ტენესიდან ენდი ოგლესი, რომელიც ითხოვს აშშ-ის კონსტიტუციის შეცვლას, რათა მისი თქმით, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება მიეცეთ პრეზიდენტებს, თუ მათი პირველი ორი ვადა ზედიზედ არ მიჰყვებოდა ერთამენთს.
კონგრესმენის განცხადებით, "კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტრამპს მიეცეს ყველა რესურსი, რაც მას დასჭირდება, რათა შეცვალოს მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამღუპველი კურსი".
გამოცემა Axios-ის ინფრომაციით, ამ ინიციატივას წინსვლა არ უწერია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ამ პირობებში შეუძლებელია.
საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება კონგრესის ორივე პალატის ხმების ორი მესამედი და სულ მცირე 38 შტატის თანხმობა.
ცოტა ხნის წინ, კონგრესმენმა ენდი ოგლესმა წარადგინა კანონპროეტი "გახადე გრენლანდია კვლავ დიდებული".
დონალდ ტრამპმა 2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის თანამდებობდა მომდევნო 4 წლის ვადით დაიკავა. ის უკვე იყო აშშ-ს პრეზიდენტი 2017-2021 წლებში.