"უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გარკვეული პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ეკისრება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 23 იანვარს.
ტრამპის თქმით, ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
მისივე თქმით, უკრაინაში "მილიონობით ადამიანი იღუპება" და "განადგურებულია ქალაქები".
"ბაიდენმა საშინელი სამუშაო გასწია, რომ დაუშვა ეს ომი. მან დაუშვა ენერგორესურსებზე ფასების ზრდა. ფასი რომ დაეკლო, ომი არ დაიწყებოდა, პუტინს ფული არ ექნებოდა", - თქვა მან.
"პუტინს ეს არ უნდა გაეკეთებინა. მე მხოლოდ ერთ მხარეს არ ვადანაშაულებს. მათ დაკარგეს დაახლოებით 850 000 რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი. რაც შეეხება ზელენსკის, ახლა მას გარიგების დადება სურს. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია. ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ", – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.