24 იანვრის ღამეს კიევის ოლქზე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კალაშნიკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. მისივე თქმით, დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
კალაშნიკის ცნობით, დაზიანდა ერთი საცხოვრებელ კორპუსი, რომელსაც დარტყმის შედეგად ხამძარი გაუჩნდა, რვა კერძო სახლი, მაღაზია, ავტომობილები და სამეურნეო ნაგებობები.