აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა.
რეტკლიფის კანდიდატურას მხარი 74 სენატორმა დაუჭირა, 25-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
რეტკლიფი ეროვნულ დაზვერვას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. 2015-2020 წლებში ჯონ რეტკლიფი ტეხასის მე-4 საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა კონგრესში.
ჯონ რეტკლიფი აცხადებს, არ დაუშვებს, პოლიტიკურმა ან პირადმა მიკერძოებულობამ გავლენა იქონიოს მის გადაწყვეტილებებზე.