აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-მა რაიმე უნდა დახარჯოს ნატოზე და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იცავს ალიანსის წევრებს, მაგრამ ისინი არ იცავენ მას.
როგორც Reuters წერს, ტრამპმა მოითხოვა, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% დახარჯონ თავდაცვაზე.
ეს არის უზარმაზარი ზრდა ამჟამინდელი 2%-თან შედარებით და ის დონე, რისთვისაც ნატო-ს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის შეერთებული შტატებს არ მიუღწევიათ.
"დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე უნდა დავხარჯოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ. ჩვენ მათ ვიცავთ. ისინი არ გვიცავენ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში ბრძანების ხელმოწერის შემდეგ.
მან ასევე გაიმეორა თავისი კომენტარი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომ "მათ უნდა გაზარდონ თავიანთი 2 პროცენტი 5 პროცენტამდე".