აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ევროპაში ამერიკული კონტიგენტის 20%-ით შემცირებას და ევროპიდან დაახლოებით 20 000 ჯარისკაცის გაყვანას. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA 23 იანვარს ევროპულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყარომ დასძინა, რომ ტრამპი აპირებს მიიღოს ფინანსური დახმარება ევროპის ქვეყნებიდან იმ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ევროპაში დარჩებიან.
წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, „დანახარჯები არ შეიძლება მხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მხრებს დააწვეს“.
წყარომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამერიკელი სამხედროების ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია. რა თანხაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.