ჩვენი შთამომავლობა ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა, ვიბრძოდით მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის ერისკაცთან ერთად - დიმიტრი სამხარაძე
ჩვენი შთამომავლობა ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა!ვიბრძოდით მშვიდობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერისკაცთან ერთად, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნები“ წევრი დიმიტრი სამხარაძე.
"დროის გასვლის შემდეგ, ერისკაც ბიძინა ივანიშვილს რომ დღეს არსებები ემტერებიან, მათი შთამომავლები სამების ტაძართან რომ მივლენ და შვილიშვილები იკითხავენ, ეს ეკლესია ვინ ააშენაო, რას უპასუხებენ? კაცმა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი წინაპარი იბრძოდაო? "დანოსებს" წერდა მასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში, სანქციები რომ დაეკისრებინა უცხოელსო?
საქართველოში მშვიდობა უნდოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ეკლესიას იცავდა, ჩემი დიდი ბებია ან ბაბუა კი უცხო ქვეყნის აგენტი იყო და სამების ამშენებელს უცხოელის დავალებებით ებრძოდაო? ეტყვიან გიგაური-ლომჯარიას, ნაცური, ვირთხული, თაღლითური ოპოზიციის წარმომადგენლების შთამომავლები თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს სიმართლეს? არამგონია! ეს ხალხი მომავალს ვერ უყურებს, თუ რა სირცხვილს უმზადებენ შთამომავლობას, რომლებიც იმედია საქართველოს ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან! ჩვენი შთამომავლობა კი ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა!ვიბრძოდით მშვიდობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერისკაცთან ერთად, რომელიც საქართველოს გადარჩენის გარანტია!" - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ და ფოტოს აქვეყნებს.