ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან" - ნათქვმია აბუ-დაბიში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბიში გამოკითხვაზე იმყოფებიან და მათი სასამართლო 15 იანვარსაა ჩანიშნული.
"მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში. ხვალ ექნებათ სასამართლო (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)". - წერდა ჯაფარიძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, 13 იანვარს ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ.