გერმანიის საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ მაგდებურში საშობაო ბაზრობაზე ხალხში მანქანა შევარდა. იტყობინება სააგენტო dpa.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, დაკავებულია.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაჭრილები, მათი რაოდენობა ზუსტდება.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, საშობაო ბაზრობასთან, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ბევრი სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანა იმყოფებოდა.
საქსონია-ანჰალტის მთავრობის სპიკერის მათიას შუპეს განცხადებით, საშობაზე ბაზარზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.
მისი თქმით, ფედერალური მიწის პრემიერ მინისტრი რაინერ ჰასელოფი მაგდებურგში მიემგზავრება.