საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ჩამოვიდა.
როგორც ბერსე წერს, დღეს პირველი შეხვედრა მან სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა.
"პირველ რიგში, დღეს დილით, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრების გაცვლას ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან", - წერს ბერსე X-ზე.