ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 18 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
რუტესა და ზელენსკის შეხვედრა ოთხშაბათს ბრიუსელში, გენერალური მდივნის ოფიციალურ რეზიდენციაშია დაგეგმილი.
Reuters-ის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გეგმავს შეკრიბოს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები 18 დეკემბერს ბრიუსელში სამიტის ფარგლებში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ცალკე სასაუბროდ.