მე სრულად მხარს ვუჭერ სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს, - თქვა ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როზენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე.
საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს და მე სრულად მხარს ვუჭერ სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, ამას ახლა რეჟიმი აკეთებს