მე რომ დიქტატურასთან და რუსკი პრავოსლავიეში ვერ გამოვდგები, რა ვქნა? - ამის შესახებ დაწერა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა სოციალურ ქსელში.
“ორი წელი შემისრულდა რაც საქართველოში ჩამოვედი, დღემდე ველოდები პასუხს თუ რატომ ჩამოვედი. მე რომ დიქტატურასთან და რუსკი პრავოსლავიეში ვერ გამოვდგები რა ვქნა? რომელი ქვეყნის მიმართულებით უნდა ავიღო ბილეთი“, - წერს მეუფე ზენონი.
"აქა და არსად სხვაგან! ბილეთები სხვებმა აიღონ", - დაწერა კომენტარების ველში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.