სირიის ხელისუფლებამ მილიონობით დოლარისა და ევროს ნაღდი ფული გაზიდა თვითმფრინავებით რუსეთში, ვიდრე ხელისუფლებაში დამხობილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი ჯერ კიდევ იმყოფებოდა. იუწყება გამოცემა Financial Times-ი.
გამოცემის ცნობით, თანხა, რომელიც სირიის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნოდა, რუსეთში 2018-2019 წლებში გაიტანეს. Financial Times-ის წყარო აცხადებს, რომ ამ პერიოდში სირია უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტს განიცდიდა და რეზერვები თითქმის ნულს გაუტოლდა.
ასადის მთავრობამ სულ 250 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფული გაიტანა რუსეთში, 100 დოლარისა და 500 ევროს ნომინალის კუპიურებით. ნაღდი ფული დაახლოებით 2 ტონას იწონიდა. თანხის გადასატანად სირიასა და მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტს შორის 21 რეისი შესრულდა.
რუსეთში გატანილი ნაღდი ფული სხვადასხვა რუსულ ბანკში განთავსდა. გარდა ამისა, ასადის ოჯახმა დარულად შეიძინა აქტივები რუსეთში, მათ შორის უძრავი ქონება მოსკოვის ელიტარულ უბნებში.
ასადის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა.
შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს სირიელმა მეამბოხეებმა დაიწყეს შეტევა იდლიბისი პროვინციიდან სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე, შემდეგ კი დედაქალაქ დამასკზე.
8 დეკემბერს მეამბოხეებმა ასადის რეჟიმის დამხობის შესახებ განაცხადეს.