შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. ნავთობმზიდებზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. იუწყება BBC
გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება.
ორივე ნავთობმზიდზე ეკიპაჟის 13-14 წევრი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია ეკიპაჟის, სულ მცირე, ერთი წევრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი „ვოლოგონეფტ 239“-ია.
ერთ-ერთი ვერსიით ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია.