საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ფრანგი დიპლომატების ჯგუფი სირიაში ვიზიტით გაემგზავრება, რომელაც დაევალება კონტაქტების დამყარება ქვეყნის ახალ მთავრობასთან.
ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა მედიას განუცხადა.
ბარომ თქვა, რომ საფრანგეთი მუშაობს, რათა „სირია დაუბრუნოს სირიელებს“.
"ჩვენ ვიცით ზოგიერთი ისლამისტური ჯგუფის წარსული (რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სირიაში). დამასკოს ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაუთმოს ადგილი გარდამავალ მთავრობას, რომელიც წარმოადგენს სირიის ყველა საზოგადოებას და რელიგიას", - თქვა მან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი დიპლომატისგან შემდგარი დიპლომატიური მისია სირიას სამშაბათს, 17 დეკემბერს ეწვევა.
ეს იქნება ფრანგი ოფიციალური პირების პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში ბოლო 12 წლის განმავლობაში.
ბაროს თქმით, მისიის მიზანია ადგილზე საფრანგეთის წარმომადგენლობის დაბრუნება და იმის დანახვა, არის თუ არა სირიის ახალი მთავრობა მოწოდებული სიმშვიდის შენარჩუნებისათვის.