სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდებზე ერთი ჯგუფი ფიზიკურად ძალადობს და ასახიჩრებს, ხოლო მეორე - სულიერად ძალდობს და ეშმაკებს უწოდებს, - თქვა დღეს ქადაგებაზე თბილისის სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.
„ზოგიერთი საკუთარ ზოოპარკზე და ხეებზე უფრო მეტად ზრუნავს ვიდრე მშიერ მოსახლეობაზე, მშიერ მოსახლეობაზე, სხვისა და ახალგაზრდების საჭიროებაზე...
ღმერთს არ მოსწონს მატყუარა მღვდელი, რომელიც მამლის ყივილსაც კი ასწრებს საკუთარი ნათქვამის შეცვლას და გადათქმას. მღვდლის მარჯვენა უნდა ლოცავდეს და აკურთხებდეს, კი არ უნდა წყევლიდეს და ანტიქრისტეებს კი არ უნდა ეძახდეს ახალგაზრდობას. სამარცხვინოა, როცა სიმართლე შენს ხმას მოითხოვს და შენ დუმხარ.", - თქვა არქიმანდრიტმა შიომ.