ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა. იუწყება Spiegel
ამის შესახებ მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
ბეტელმა აღნიშნა, რომ იგი არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იდეას და თავის პოზიციას ახალი კონფლიქტების დაუყოვნებელი წარმოშობის რისკით ხსნის.
მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება კვლავ დაძაბულობას გამოიწვევს“, - თქვა მან.
ამავე დროს, ბეტელმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირის წევრის პერსპექტივის მიმართ.