კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ეხმიანება.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, "საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე".
„ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე”, - წერს ნიკა გვარამია.