ვინმეს თუ ჰგონია, კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება, ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება, მათ შორის დიდი კარვებიც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
„შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ. მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში. საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.