ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან, საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ზე წერს.
ბელგიის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
ბელგიის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს დაუყოვნებლივ უნდა უნდა გაეცეს პასუხი.
“ამ წამს ვესაუბრე ტელეფონით საქართველო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან.
საარჩევნო დარღვევებს დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს პასუხი.
ხაზს ვუსვამთ დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის”, - წერს დე კროო.