საპროტესტო აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობით ბარათაშვილის ხიდზე მიემართებიან - ამის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
"ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ არ გავჩერდებით, სანამ ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ... ამიტომ, მოგვმართავთ, რომ დავიძრათ ახლა და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის. მხოლოდ მოძრაობით, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით, რომელსაც მერე დაემატება სხვადასხვა ღონისძიებები, ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ვუთხრათ, რომ არ მივცემთ საშუალებას, რომ წყნარად აქ ვისაუბროთ, მერე წავიდეთ სახლში... ეს ენერგია უნდა გადავთარგმნოთ იმაში, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, მშვიდობიანად, მტკიცე პროტესტით ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, შევცვალოთ ეს მოცემული რეალობა", - განაცხადა ხაზარაძემ.