ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში, - ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
„1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას.
2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში.
4. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.