ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმთ, ქართული ოცნება" ცდილობს, თავის "ტრანპისტებად" მოჩვენებას და მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.
“რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ ტრამპისტებად მოაჩვენონ ხალხს თავი.
ნუთუ არ იციან, რომ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.
მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში რაც დაგრჩენიათ” - განაცხადა მანჯგალაძემ.