აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინიგის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
სამართალდამცავები თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.