ეს პროექტი ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად - დიმიტრი ჩიქოვანი, ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა, თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული, - ამის შესახებ განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.
კორძაიას თქმით, ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა.
„ბუნებრივია ჩვენ სხვა არგუმენტები გვაქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას. იმიტომ, რომ საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა,რომელსაც მე ხელი მოვაწერე. თუ სურთ ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც რეგისტრირებულია.
ეს პროექტი კი პირიქით, ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად- დიმიტრი ჩიქოვანი, ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა ადამიანის სახელი და გვარი შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა.“- განაცხადა თამარ კორძაიამ
შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაანიცირა.