„მიუხედავად ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, ქართული ოცნება მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას, - ამის შესახებ განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ, საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეაჩერებენ მხარდაჭერას.
„მიუხედავად ძალიან ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირი, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, ქართული ოცნება მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას.
რა თქმა უნდა ამას მოჰყვა თავისი შედეგი და ბუნებრივია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეაჩერებენ მხარდაჭერას, რადგან ცალსახა და ნათელია - მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში.
ისინი საკუთარი მოქალაქეების წინაშეც გრძნობენ ვალდებულებას, რომ იმ სახელმწიფოების ფული არ გაანიავონ კორუფციული ხელისუფლების პირობებში, რომლებსაც თვითონ წარმოადგენენ.“- განაცხადა თამარ კორძაიამ.