ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმიანება
“ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არიან.
„ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე). ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და, ხშირ შემთხვევაში, ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის, ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია. ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ნინო წილოსანს, როდესაც ის აშშ-ის მაღალჩინოსანთან შესახვედრად ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა, მოქალაქემ მონა დაუძახა.
ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება, ბიძინას მონობა თქვენთვის სასიამოვნოა. თქვენ ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება და თავისუფალი ადამიანებისთვის ეს ტრაგედიაა. ბიძინას მონობისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ტრაგედია. თქვენ აუცილებლად ოქტომბერში ხალხი გაგცემთ პასუხს,“ - მიმართა მოქალაქემ წილოსანს.