100 დღეში გავიგებთ ძალიან ხმამაღლა სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი, ახალი პოლიტიკური მოძრაობის „აირჩიე ევროპას“ დაფუძნებას ესწრებოდა,
ამბობს, რომ 100 დღეში, არჩევნებში საზოგადოების აქტიურობა უმნიშვნელოვანესია.
საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა, 100 დღეში გავიგებთ ძალიან ხმამაღლა სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს. ასეთი წამოწყება და წამოწყებები ყველა მხრივ საჭირო არის და ეს არის სიცოცხლე რითაც მივდივართ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.