"აირჩიე ევროპა" - დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
როგორც მოძრაობის პრეზენტაციაზე მისმა თანადამფუძნებელმა, ხათუნ ლაგაზიძემ განაცხადა, მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ევროპული კურსის დაბრუნება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება არის.
“26 ოქტომბერს გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ ვერა თავისუფლად სუნთქვას. ჩვენი ხელისუფლება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ესე იგი უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო. ქართველების ცივი გენოციდი "ქართული ოცნების" შედეგია. ამიტომ ჩვენი ვალია, ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.