„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ 2008 წლის ნატო-ს ჩანაწერი აგვისტოს ომის და რუსული აგრესიის მაპროვოცირებელი გახდა.
"არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის ნატო-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის.
პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატო-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოჰყვა ის ესკალაცია და ის საომარი დაძაბულობა, რაც თითოეული ჩვენგანის და ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს". - თქვა ქართული ოცნების წევრმა ნინო წილოსანმა.