ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მოლდოვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე“, - ნათქვამია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.
უნდა აღინიშნოს. რომ დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. გასული 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო ნახსენები.