MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს,- ამის შესახებ MEGOBARI აქტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. ომის დამნაშავე პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს გააკეთა ომის კრიმინალმა პუტინმა და არ ყოფილა შთაგონებული რაიმე სხვა ალიანსის მიერ. მე მოვინახულე ქართული ქალაქი გორი, ჩემი თვალით ვნახე პუტინის უკანონო ძალები. მე ასევე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი დედაქალაქ თბილისში ვიზიტით, როგორი შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს იქ.
ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა." – თქვა უილსონმა.
მან აღნიშნა, რომ MEGOBARI აქტი მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი არჩევნების კონტექსტში.
"ჩენ ვიცით, რომ MEGOBARI აქტი აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას ითვალისწინებს. აქტი მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავდროულად ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ ხედვას საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენით. ეს კანონპროექტი ასევე მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მომავალი ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება." – თქვა უილსონმა.