10-17 ივლისს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ჩამოვა - ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
უზრა ზეია მთავრობის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
სახდეპის თანახმად, უზრა ზეია ხაზს გაუსვამს "უცხოური გავლენის" კანონთან, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასა და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას.