„დღეს საზოგადოების მხრიდან მთავარი დაკვეთა არის ერთიანობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს გამარჯვებას, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„დღეს მთავარი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არის ერთიანობა. ერთიანობა ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და ჩვენი ვალია, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, რომ ვუპასუხოთ ამ დაკვეთას, ამიტომ გავერთიანდით ამ წინასაარჩევნო მოძრაობაში კამპანიისთვის, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოიტანს გამარჯვებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს არის მთავარი არსი ერთიანობის, რომლის სტარტიც გუშინ საზოგადოებამ იხილა. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მივიდეთ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან და მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.