ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული, - ამის შესახებ ექსპრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„ჩვენი ძალა არის განახლებული, გვემატება ძალიან ბევრი ახალი ხალხი, ნახეთ, რამდენი საინტერესო ახალი სახეა, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან საინტერესო ახალი თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავა, რომელიც განათლება, კულტურის დონით, პრაქტიკულად ტოლს არ უდებს არავის და მართლაც საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავია.
ამიტომ ჩემი ქალიშვილი ალისას თქმით, მე ტყვედ ვყავარ ჩავარდნილი ცუდ კაცებს და ისინი არ მიშვებენ და რაც მთავარია საქართველო ჰყავს ცუდ კაცებს და ისინი მას არ უშვებენ და ჰყავთ აყვანილი საქართველოს მომავალი.
მე დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, ამ ცვლილებებით, ახალი ხალხით და ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული, არავის არ მინდა ვაწყენინო, ძველი გვარდიაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდების რევოლუციის იდეალები გადამწყვეტია, მაგრამ სწორედ ამ ვარდების რევოლუციის იდეალებზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი შემადგენლობა და ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ეს ყველაფერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.