ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამ გადამწყვეტ, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, ამიტომ მზად ვართ ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ოპოზიციური პარტიების ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა
მისი თქმით, თუ სხვა პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით.
„რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამ გადამწყვეტ, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, ამიტომ ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ გავაგრძელოთ და ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით, რომელიც ვაღიაროთ, რომ ყველაზე ძლიერია ოპოზიციურ ველზე.
მაგრამ მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს და ვაპირებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზოთ ბევრი სიახლე, რადგან ვფიქრობთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.