უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხორვატიაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრისას კულებამ და მირზოიანმა ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს
კულებამ მადლობა გადაუხადა სომხეთს შვეიცარიაში პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობისთვის და მიაწოდა ინფორმაცია მშვიდობის ფორმულის განხორციელებაზე შემდგომი მუშაობის შესახებ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზაზე.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, განსაკუთრებით უკრაინის ევროკავშირში მომავალი წევრობის კონტექსტში.