ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა და კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა.
„ამას აკეთებდნენ მაგალითად ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. იმისთვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან გვერჩის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ერთი და მეორე მიმართულებით. ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა საქმის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს ევროკავშირი და აშშ-ი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს. ერთი წამით რომ წარმოიდგინოს ეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ევროკავშირი და აშშ-ი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულების რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი თოთოეული გზავნილი მიმართული იყო სწორედ იქით, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004-დან 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ა.შ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.