დარწმუნებული ვარ, ბიჭები ესპანეთთანაც მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.
„ბიჭებმა მართლა სასწაული გვაჩუქეს. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. ბოლომდე იბრძოლეს. გარდა ბრძოლისა, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მადლობა მათ. სასწაულია, პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როცა ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საცორება. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს.
პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქარველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.