როგორ ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ახალმა პარლამენტმა, სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას“
„როგორ ჩანს ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რაიმე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. ამიტომ ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.