ნატო-ს სამიტის წინ ვაშინგტონში, რომელიც 9-11 ივლისს გაიმართება, მოკავშირეები უკრაინასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთონლივ პრესკონფერენციაზე გაბაცხადა განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ალიანსის მიერ შეთანხმებულ გეგმაზე უკრაინის უსაფრთხოების სფეროში წვრთნისა და დახმარების შესახებ. მან ასევე დაამატა, რომ ელოდება ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენც გვექნება ფორმულირება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი... ზუსტი ფორმულირება, თუ რაზე შევთანხმდებით, ამჟამად განიხილება ნატო-ს წევრებს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტამდე ჩვენ შევთანხმდებით. კარგი შეთანხმება გვექნება გადაწყვეტილებაზე“.
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ალიანსის მხარდაჭერა და რაც უფრო საიმედო იქნება გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის წინაშე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი.